უკრაინა აგრძელებს მტრის ნავთობტერმინალებზე შეტევებს – რა ხდებოდა ანექსირებულ ყირიმში

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სხვადასხვა რაიონში აფეთქებები იყო. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლების მიერ გასული ღამის განმავლობაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დრონებით შეტევა იყო სიმფეროპოლის, სევასტოპოლის, ფეოდოსიისა და ევპატორიის რაიონებზე.

ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ ხელმომწერებისგან მიღებულ ცნობებზე, ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებებმა ძლიერი ხანძარი გამოიწვია ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე.

ამავე წყაროს თანახმად, დრონებით შეტევა იყო ქალაქ ევპატორიასა და სოფელ უიუტნოეს შორის მდებარე სამხედრო ნაწილზე, სადაც ერთ-ერთი რადარი დაზიანდა და სევასტოპოლის რაიონის დაბა კაჩაზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიმართვის, პირადობისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატიაქარბუქი ჰიმალაიზე – 200-ზე მეტი ტურისტი მთებშია ჩარჩენილი