უკრაინა აცხადებს, რომ მარცვლეულის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ორი მარშრუტი დაამტკიცა, თუმცა დაბრკოლებებმა მიწოდების ჯაჭვი შეანელა

უკრაინამ, მარცვლეულის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ორი მარშრუტი დაამტკიცა, თუმცა დაბრკოლებებმა მიწოდების ჯაჭვი შეანელა. ამის შესახებ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრო სენიკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საფრთხეშია, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ოფიციალურ კიევს შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტი შუჩერა, რამაც ფართო დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია.

როგორც სენიკიმ აღნიშნა, საკვების ექსპორტისთვის მესამე დერეფნის დამატებაზე, უკრაინა მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან აწარმოებდა.

მან დეტალები არ დააკონკრეტა, ამ მარშრუტებით თუ რა ოდენობის მარცვალი გავიდა უკვე ან გავა სამომავლოდ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ფარავდეს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს
შემდეგი სტატიარუს ხალხს, პუტინის წინამძღოლობით, ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს – კიმ ჩენ ინი