26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

უხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა

24-25 მაისს, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.

როგორც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდ-ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება. მუნიციპალიტეტების სამსახურები აქტიურ სამუშაოებს ამინდის გაუმჯობესებისთანავე განახორციელებენ.

იმერეთში, მთელი ღამის განმავლობაში ინტესიურად წვიმდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ დაიტბორა გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე, დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები, სოფლის ხიდები და დაირეცხა შიდა სასოფლო ქვიშა-ხრეშოვანი გზები.

banner
წინა სტატიაშირა ზიანი გამოიწვია ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისში
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: 26 მაისის აქცია ყველა ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი