უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის სოფლები დააზარალა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მეორე დღეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა. ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც.

უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა.

სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაახლოებით 2 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰექტრამდე დატბორილი ფართობია დარჩენილი.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“.

უწყების ინფორმციით, სამელიორაციო ტექნიკა დასავლეთ საქართველოში აქტიურად მუშაობს, მიმდინარეობს სადრენაჟე არხების გაწმენდა, რათა დატბორილი ფართობებიდან ჭარბი წყლის მოშორება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშისოფელ აჭყვისთავში მეწყერი ჩამოწვა – ორი ოჯახი გახიზნულია
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულ სააგენტოში სარესტორნო ქსელის ბიზნესოპერატორებს საკანონმდებლო სიახლეები გააცნეს