20.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 იანვრის საღამოდან დღემდე უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე.

„მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილით მუშავდებოდა როგორც ცენტრალური, ისე მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები. სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და 400-ზე მეტი თანამშრომელი.

„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებული არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ერთი სული მაქვს რომ გავიგო, მზია თავისუფალია და კიდევ დანარჩენი ქალები… ჩვენი ბიჭები მაგრები არიან და გაუძლებენ ყველაფერს”– ზვიად ცეცხლაძის დედა
შემდეგი სტატიაირაკლი ბენდელიანი – სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და ჩიხებში გაწმენდით სამუშაოებს