უხვი ნალექის გამო სამეგრელოში 18 საცხოვრებელი სახლი დაინგრა

წალენჯიხა დიდთოვლობის გამო შეფერხებებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ზუგდიდში.საგანგებო შტაბის ინფორმაციით, რთული რჩება ვითარება მაღალმთიან სოფლებში, სადაც გზები ამ დრომდე ვერ იწმინდება.შესაბამისად, დასახლებების ნაწილი უკვე მე-5 დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ზღვის დონიდან მაღლა მდებარე დასახლებებში ვერ შეაქვთ საკვები პროდუქტებიც და სირთულეები ექმნებათ სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც.ენერგო-პრო-ჯორჯიას განმარტებით, დასავლეთ საქართველოში ელექტროსადენების შეკეთებას 1200 თანამშრომელი ცდილობს.პრობლემებია გაზმომარაგების კუთხითაც.

უხვი ნალექის გამო სამეგრელოში დაინგრა 18 საცხოვრებელი სახლი. ამ დროისთვის დაზარალებულები თავს ნათესავებს აფარებენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საცხოვრებლებს მათ სახელმწიფო შეუკეთებს.

banner
წინა სტატიაშიტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა
შემდეგი სტატიანინო ანანიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ბალერინაა