14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

უხვი ნალექი და სანიაღვრე პრობლემები ლანჩხუთში — რას სთხოვს ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას

ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა პარტია “ძლიერი საქართველო -ლელოდან”,  გოჩა ჯანაშიამ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის პრობლემები დააყენა.

დეპუტატის განცხადებით, უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში, დაბლობ ზონაში მოსახლეობის საყანე ფართობები დაიტბორა.

ჯანაშიას თქმით, ავტობანის მშენებლობის შემდეგ სანიაღვრე არხებში წყლის გატარება შეფერხდა, რის გამოც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს შესაბამისი სამუშაოების ჩატარება და არხების გაწმენდა-მოწესრიგება.

სანიაღვრე სისტემების გარდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წამოწყებული პროექტების მიმდინარეობის საკითხიც წამოჭრა. მან ადგილობრივი ხელისუფლებისგან დეტალური ინფორმაცია მოითხოვა იმ დაუსრულებელი სამუშაოების შესახებ, რომლებიც სოფლებში ამ დრომდე შეჩერებული ან გაჭიანურებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო – ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“”სპარში” მოლარეობით კერძო უნივერსიტეტში ვერ ისწავლი”— ნინო დობორჯგინიძე
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა