თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლში ძლიერმა წვიმამ მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გზები და ქვეითთა გადასასვლელები, რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფათიჰის რაიონში 14 წლის მოზარდს დენმა დაარტყა მას შემდეგ, რაც პარკში დაგროვილ წყალში ჩადგა ფეხი, ხოლო სარიერის რაიონში 34 წლის პირი ტროტუარზე ფეხის დაცურების შედეგად წაიქცა და თავის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა.
სტამბოლის მერიის განცხადებით, ქალაქის ცალკეულ რაიონებში 1985 წლის შემდეგ ყველაზე უხვი ნალექი დაფიქსირდა.


















