უყიდის თუ არა მანქანას ივანიშვილი პოლიციის უფროსის მოადგილეს?!

“თაიმერის” ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდი ნეძიდან გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, ავტოავარიაში მოჰყვა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაალ გეგეჭკორი. ავტოავარია, საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე დასრულდა. “თაიმერის” ინფორმაციით, გეგეჭკორი ავტომანქანაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იმყოფებოდა. კერძოდ, იგი ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილ ხეებს აცილებდა. გეგეჭკორისთვის ეს ავტოავარია პირველი შემთხვევაა. მანამდე, როგორც ხეების ესკორტის წარმომადგენელმა, მან ყველა გაცილება მშვიდობიანად დაასრულა. ავტოავარიის შედეგად დაზიანებულია შავი ფერის ჯიპის ტიპის მანქანა სახელმწიფო ნომრით SD443DS.

 

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი ბიზნესმენები: „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ წილების გადაფორმებით მიხეილ სააკაშვილი იყო დაინტერესებული!“
შემდეგი სტატიაგანიხილება ნარკოტიკული საშუალებისგან ინტოქსიკაციით გამოწვეული სიკვდილი