“უხამსობა ტეხავს!” – რუსთავის საკრებულოსთან აქცია გაიმართა

“უხამსობა ტეხავს!” – რუსთავის საკრებულოს შენობის წინ აქცია გაიმართა. მომიტინგეები საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანს Facebook-ზე გაკეთებულ კომენტარს აკრიტიკებენ, რომელიც ინგა გრიგოლიას და გიორგი გახარიას ტელეინტერვიუს ეხება.

“ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – წერს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი Facebook პოსტის კომენტარებში.

მისმა კომენტარმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. აქციაზე შეკრებილები ონიანისგან ბოდიშის მოხდაას ითხოვენ.

სატალეფონო ინტერვიუში საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნული კომენტარი მისი მეგობრის მიმართ იყო გაკეთებული და არა გადაცემის წამყვანის მისამართით.

banner
წინა სტატიაშიგახარია აღარ არის მისი გვარი, ის არის გიორგი რუსი – დათო გაბუნია
შემდეგი სტატიაილია მეორე – მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, იყოს მახარობელი