უკეთეს შემთხვევაში ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა – ბოკერია ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლაზე

უკეთეს შემთხვევაში ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებზე.

“გაერო-ს ტრიბუნა იმისთვისაა, რომ მკაფიო სურათი დახატო, რომ რუსეთი არის საფრთხე ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის. თუ ამ ტრიბუნას არ იყენებ, სხვა რა ტრიბუნას გამოიყენებ? ამ გზავნილიდან ჩანს, რომ ნორმალური ვითარებაა. ამაზე უფრო დიდი ტრიბუნა, გიგა ოთხოზორიას შემთხვევაზე ისაუბრო, არ არსებობს. რატომ შეიძლება, რომ ქვეყნის ლიდერმა, უკვე რამდენიმე წელია, არ გამოიყენოს ეს და სხვა ტრიბუნები. სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა, რომ ჩვენ რაღაც ჩვენი პრობლემა გვაქვს და იქნებ დაგვეხმაროთ, რომ დიალოგი იყოს… არ უხსენებია ეთნიკური წმენდა. სანქციებს საერთოდ მხარს არ უჭერენ. სამაგიეროდ დრო გამონახა გლობალურ დათბობაზე და მედეა რომ საქართველოდან იყო წარმოშობით, იმაზე სასაუბროდ”, – აღნიშნა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში(Video) წალენჯიხის სოფელ ლიაში სახლში ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაცია დაუყოვნებლივ გადაიხადოს