საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.
უწყებაში მედიას 19:00 საათისთვის ელოდებიან.
სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა თმაზე ან ვინ გამართავს ბრიფინგს.
ცნობისთვის, პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია – ამავე კორპუსში ცხოვრობს პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავას ოჯახი.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ კორპუსში ნუცუბიძის ქუჩაზე სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენლები შევარდნენ.
















