ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ 1500 ოკუპანტი და 39 საარტილერიო სისტემა დაკარგა,-ნათქვამია უკარაინის გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინის არმიამ რუსეთში რიაზანის, სარატოვის და ბრიანსკის რეგიონებზე უპილოტო აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის.
რიაზანში თავდასხმა ასევე განხორციელდა თბოელექტროსადგურზე.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ასევე სცადეს შეტევა ენგელსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სარატოვის ოლქში და კრემნის ქარხანაზე ბრიანსკში, რომელიც აწარმოებს ჩიპებს.