“უკანონოდ პირადი ინფორმაციის შეგროვება ფსიქოლოგიური ზეგავლენის ფორმაა” – ლომჯარია მოქალაქეებს მიმართავს

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ მოქალაქეების პირადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება კანანონდარღვევაა და ხშირ შემთხვევაში, ეს ფსიქოლოგიური ზეგავლენის ფორმაა.

უკანონოდ პერსონალური, პირადი მონაცემების შეგროვება, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავება კანონით არ შეიძლება. მითუმეტეს, როდესაც საჯარო სამსახურში ხდება ეს, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებზე, გასამხედროებულ უწყებებზეა საუბარი, ეს არის კანონდარღვევა. აქვე, მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს ვუთხრა, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს არის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ფორმა, იმიტომ, რომ რამდენ სიაშიც არ უნდა შეგიყვანონ, საბოლოო ჯამში, ხმის მიცემა არის ფარული, – ამბობს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ვარკეთილში “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს
შემდეგი სტატიახუხაშვილი: ჯერ კიდევ არსებობს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელთათვისაც შესაძლოა, სტიმული აღმოჩნდეს ის შემადგენლობა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ტექნიკურ მთავრობაში დაასახელებს