იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ზუგდიდში მოქალაქე დააკავეს

ზუგდიდიში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს. სამართალდამცავებმა მას საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.
”თაიმერის” ინფორმაციით, პირი რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს მრავალჯერ არის ნასამართლევი სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ბრალდებით.

დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აცხადებენ, რომ გამოძიება 236-ე მუხლის მე-2ნაწილით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონოდ ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველოს” წალენჯიხის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე:„ვრჩები ფეისბუქის მსოფლიო მოქალაქედ“