26.6 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

უკანონოდ გასცემდა ფსიქოტროპულების შესაძენ რეცეპტებს – პროკურატურამ კახეთში ცენტრის დირექტორი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში მოქმედი შპს „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ ამზადებდა და გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგახარიას პარტიამ 64-ვე მუნიციპალიტეტში კანდიდატთა სია წარადგინა
შემდეგი სტატიაGlobal Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ბიზნესისთვის ქვეყანასა და რეგიონში