11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

მიმდინარე წლის 13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის
მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი
მოქალაქე თავისუფალია. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად
ტერიტორიაზე იმყოფებიან.

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში
აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა
რელევანტური ინსტრუმენტი.

უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ
შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა
დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.

არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის
მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში
მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი – ყირიმი რუსეთის უსაფრთხოებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის
შემდეგი სტატიაონისე ცხადაძე – თავისუფლებას გისურვებთ ყველას! ნავი გადახეთქილია და ყველა ერთად ჩავიძირებით, მე ცურვა არ ვიცი და არ ვიცი, როგორ გიშველოთ – პირველად არის, რომ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა