12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია

მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური
ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის პროცესში ჩართულ ყველა
მხარეს დაკავებულის მდგომარეობის, მისი საუკეთესო ინტერესების
გათვალისწინებისა და სწრაფი რეაგირებისთვის.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში
მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა ხვალ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება
შემდეგი სტატიაისრაელის იერიშის შედეგად ღაზის სექტორში სამი პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა