აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მზადაა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდეს.
მანამდე კი, განცხადების თანახმად, “უკანონო სომხურმა ფორმირებებმა უნდა აღმართონ თეთრი ალმები, დაყარონ იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ოპერაცია გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი”.