უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 3 ათასამდე მიგრანტი გადაარჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან ახლოს 24 საათის განმავლობაში 25 სხვადასხვა სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც 3315 ლტოლვილი გადაარჩინეს – საინფორმაციო სააგენტო Ansa ავრცელებს.
მხოლოდ გერმანულ-იტალიურ-ფრანგულმა სამაშველო ორგანიზაცია SOS Mediterranee-მა 946 ადამიანი გადაარჩინა, მათ შორის 200-მდე ბავშვს – ორგანიზაციამ “ტვიტერის” საკუთარ მიკრო-ბლოგში გაავრცელა.

“დოიჩე ველეს” ცნობით, უკანასკნელ პერიოდში, ამინდის დათბობასთან ერთად, ხმელთაშუაზღვიდან მიგრანტების რაოდენობამ იმატა.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ამ ვეტოს რა ბედი ეწევა”-კვაჭანტირაძე
შემდეგი სტატიამოლდოვაში ყოფილი დეპუტატი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს