უკანასკნელი 50 წლის მანძილზე სტიქიურ უბედურებებს მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა

გაეროს მონაცემებით, უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებს მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გვალვა, ქარიშხლები, წყალდიდობები, ექსტრემალური ტემპერატურა და სხვა სტიქიური უბედურებები კლიმატის ცვლილების შედეგებია და უფრო ძლიერი გახდება – 23 ივლისს ჟენევაში გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა პეტერი ტაალასმა განაცხადა. მისი თქმით, არსებული ტენდენციის მაგალითია კანადასა და აშშ-ში არსებული ანომალიური სიცხეები, ასევე, ძლიერი წვიმები გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, რომელსაც დამანგრეველი შედეგები მოყვა.

“ძლიერი წვიმის პერიოდი უფრო მეტად მიუთითებს კლიმატის ცვლილებებზე. იმ დროს, როცა ატმოსფერო ხურდება, ის უფრო მეტ ნესტს შეიცავს, რაც ნალექის გაზრდას ნიშნავს” – განაცხადა ტაალასმა.

1970-2019 წლებში გვალვის შედეგებისგან 650 ათასი ადამიანი დაიღუპა, 580 ათასი კი ძლიერ ქარიშხლებს ემსხვერპლა, წყალდიდობას 59 ათასი ადამიანი შეეწირა, ექსტრემალურ ტემპერატურას – 56 ათასი – ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა შემოდგომით შესაძლებელია ახალი “ლოკდაუნი” გამოაცხადოს
შემდეგი სტატიანიკა მელია: კოალიციური მთავრობა არის საქართველოს მომავალი-ჩვენი პარტია თბილისში, არსად, არც ერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს