12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

“უკან დასახევი გზა აღარ იქნება” – დონალდ ტრამპი ირანს სამხედრო განადგურებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში ირანის მისამართით მორიგ ხისტ განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, ირანელი მომლაპარაკებლები შეთანხმებას იხვეწებიან მას შემდეგ, რაც ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით აღიგავა პირისაგან მიწისა.

ტრამპი უარყოფს თეირანის ოფიციალურ განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი მხოლოდ ვაშინგტონის წინადადებას განიხილავენ.

პრეზიდენტის მკაცრი გაფრთხილება:

„სჯობს მალე დასერიოზულდნენ, სანამ გვიან არ არის. რადგან, როცა ეს მოხდება (საბოლოო დარტყმა), უკან დასახევი გზა აღარ იქნება და ეს არ იქნება ლამაზი სანახავი“, — წერს ტრამპი.

ტრამპის ეს განცხადება მოჰყვა ადმირალ ბრედ კუპერის ანგარიშს ირანის სამხედრო ობიექტების 2/3-ის განადგურებისა და Axios-ის ინფორმაციას ირანში სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია წელს ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის