„უკან დასახევი არაფერი მჭირს“ – გედევან ფოფხაძის პასუხი

„კურიერის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ქვეყანა დატოვა.
“რუსთავი 2”-ის თქმით, ფოფხაძე რამდენიმე დღით ბაქოში გაემგზავრა და სავარაუდოდ, მისი დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, მიიღებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას გუნდში დაბრუნების შესახებ, თუ გაგრძელდება დაპირისპირება ირაკლი კობახიძესთან.

„მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩემი განცხადებით შეურაცხყოფილია, ეს პერსონალურად თქვას, მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. უმრავლესობაზე, არ მგონია, რომ პირობებით უნდა დავიწყოთ საუბარი. წინა მოწვევის პარლამენტში „თავისუფალ დემოკრატებში“ ვიყავი, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს, მე არ ჩავთვალე საჭიროდ, დამეტოვებინა უმრავლესობა, 76-ე მანდატი იყო ჩემი მანდატი და მაშინ უმრავლესობა შენარჩუნდა. მე მგონია, რომ ახლა პირველ რიგში, უნდა დავილაპარაკოთ. უკან დასახევი არაფერი მჭირს,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიპირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს 14:00 საათზე დაიწყება
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე : სპექტაკლი გათამაშებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ესმით, როგორ უნდა მოეპყრონ საიდუმლო ინფორმაციას