თეა წულუკიანი: უკან არ დავიხევთ, სანამ არ დამარცხდება უბედურება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სირიაში კიდევ ორი ქართველის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, რაც კანონი გამკაცრდა, ნაკლები პრობლემაა მოქალაქეების სხვა ქვეყნებში საომრად გადასვლაზე, ეს ორი ადამიანი კი რომელიც სირიაში დაიღუპა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ წავიდა.

„ჩვენ მოვახდინეთ კრიმინალიზაცია ტერორიზმის მიზნით საქართველოდან სხვა ქვეყნებში გასვლის ქმედებასთან დაკავშირებით და ასევე პროპაგანდის ნაწილშიც, ჩვენ შემოვიღეთ სისხლის სამართლის სანქციები. რაც კანონი გამკაცრდა, მას შემდეგ ნაკლები პრობლმაა ჩვენი მპოქალაქეების პანკისიდან სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა არსებობს. ეს ორი ადამიანი, როგორც ჩანს, მრავალი თვის წინ არის გასული საქართველოდან. მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის მომავლის მშენებლობისკენ და არა ტერორისმის მიზნით ბრძოლისკენ. ეს არის დიდი სენი და დანაშაული, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვებრძვით. უკან არ დავიხევთ, სანამ არ დამარცხდება ეს დიდი უბედურება, რასაც თანამდეროვე სამყაროში ტერორიზმი ჰქვია. ახალგაზრდებამა საკუთარ მომავალზე უნდა იზრუნონს, ჩერთონ საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მათ შორის პანკისის ხეობაში არსებობს და ნათელ მომავალზე იფიქრონ, ვიდრე ბოროტების მსახურებაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: მოწმეთა დაკითხვის წესის ძალაში შესვლა რამდენჯერმე იქნა გადატანილი, ჩვენ ამ წესს ვეღარ გადავავადებთ
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ბიზნესის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა