უკან არ დაგვიხევია, წინ წავედით – რუსულ კანონზე ხელმომწერი პაატა კვიჟინაძე

“ოცნების” დეპუტატი პაატა კვიჟინაძეს რუსულ კანონზე ხელმოწერა უხერხულობას არ უქმნის და ამტკიცებს, რომ ამით ქვეყანამ წინ წაიწია და არა უკან, როგორც ამას საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ.

იცით, ჩერჩილმა რა თქვა, დემოკრატია არის ყველაზე ცუდი, მაგრამ უკეთესი კაცობრიობას ჯერ არ მოუგონიაო. ხელისუფლება იღებს იმ გადაწყვეტილებას რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს. რისი გეშინიათ. 4 თვეში არჩევნებია, თუ ერთი დღე უნდა გაუქმებას, გააუქმეთ. ჩვენ უკან არ დაგვიხევია, წინ წავედით”, – ამბობს პაატა კვიჟინაძე.

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოდადებულ კანონს უმრავლესობის დეპუტატებმა 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

banner
წინა სტატიაში“სამარცხვინო მოღალატეების სახელები და სახეები ერმა უნდა შეისწავლოს” – სამადაშვილი
შემდეგი სტატია“ოფშორების კანონპროექტზე” პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო