უკაინული ვებ-გვერდი დათა ახალაიასა და რომეო საჯაიას საუბრის ჩანაწერს ავრცელებს (ვიდეო)

უკრაინული ვებ-გვერდი “uarevo.in.ua” კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიასა და ადვოკატ რომეო საჯაიას საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

დათა ახალაიასა და რომეო საჯაიას საუბრის თემა ძირითადად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან ხალხის, მათ შორის, სპეცრაზმელების მიყვანას ეხება.

“ისეთი ინფორმაციაა, რომ სპეცრაზმელებს გადააცმევენ სამოქალაქო ფორმას, ვითომ ხალხი მიცვივდა. პოლიცია რომ არ შევიდეს მაგიტომ”,- ამბობს ჩანაწერში რომეო საჯაია.

ამავე ჩანაწერში, დათა ახალაია ადვოკატს ეუბნება, რომ ტელეკომპანიის შენობასთან სპეცრაზმი დააყენონ და შესვლის უფლება, არავის მისცენ.

banner
წინა სტატიაშიჯოკია ბოდოკიას 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა