“უკაცრავად, თქვენ აქ საიდან მოხვდით?”-ივანიშვილი მდინარაძეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ისთვის “ქართული ოცნების” სათავო იფისში რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი აცხადებს, შეხვედრაზე “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, უმრავლესობის ერთ–ერთ წევრს მამუკა მდინარაძეს შემდეგი კითხვით მიმართა:”უკაცრავად, თქვენ აქ საიდან მოხვდით?”.

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მთავარ მიზეზებად მმართველი გუნდის სრული პოლიტიკური კრახი, შიდა და საგარეო საფრთხეები სახელდება.

პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების აზრით, არაფორმალურმა მმართველობამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა არამხოლოდ ქვეყნას, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილსაც, რის გამოც, მას ყველაზე მეტად პოლიტიკური იმუნიტეტი სჭირდება.

პოლიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ მან მმართველი ელიტა მთლიანად უნდა შეცვალოს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს, ამიტომ არსებული პოლიტიკური გუნდის დამორჩილებასაც მარტივად შეძლებს.

banner
წინა სტატიაში“მე მგონია, რომ ლუკაშენკომ განცხადება არ გააკეთა” – დიმიტრი ქუმსიშვილი
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: დაგათენდებათ შენ და პუტინს თავზე და მზე ისევ ჩრდილოეთიდან ამოვა…