უიმედობა, გაჭირვება და უპერსპექტივობა – ეს არის ის, რაც ივანიშვილმა მოუტანა ამ ქვეყანას – მამუკა ხაზარაძე

“საქართველო არის ჩვენი, ხალხის და მისთვის ვიბრძოლებთ. რომ დამიჭირონ, იქიდანაც არ გავჩერდები და ვიბრძოლებ,”-ამის შესახებ “ ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სარჩელის შესახებ.

“მე და ბადრის, როდესაც ჩვენ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, შეგვეძლო ქვეყნიდან წასვლა. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავი ქვეყნიდან ვიღებდით შემოთავაზებებს, დიდ ბრიტანეთში ცხოვრების უფლებაც კი მოგვანიჭეს, თუმცა მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება და ამას ხედავს ყველა.
მე არსად არ წავალ, იგივეს გააკეთებს ბადრიც, რადგან ეს ქვეყანა ჩვენი და ჩვენი ხალხისაა. საქართველოს არ ეკუთვნის იმ მდომარეობაში ყოფნა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩააგდო. უიმედობა, გაჭირვება და უპერსპექტივობა – ეს არის ის, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანას მოუტანა. რაც არ უნდა დაგვაბრალონ და რა ტიპის სასამართლოც არ უნდა დაიწყონ, ეს არ იქნება ბერკეტი ჩვენს გასაჩერებლად. არ მეშინია მათი, რადგან დაიწყებენ იმ პროცესებს მოგონილ საქმეზე , როგორც წინაზე ქნეს, მე ამის არ მეშინია, აქ ვარ და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. თუ დამიჭერენ, იქიდან ვიბრძოლებ. ბიძინა ივანიშვილისა და ოცნებისგან ტყუილების არავის აღარ სჯერა, დღეს გადამწვყვეტი მომენტის წინაშე ვგავართ, ვერ ავაშენებთ სახელმწიფოს, თუ არ გვექნება სერიოზული სამართლიანი ბაზა, რაც თითოეული ადამიანის ხმაა, რომელიც უნდა დავიცვათ,”-განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, “ლელო” არ შეეგუება “ქართული ოცნების” მიერ მიტაცებულ ხმებს და გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები

banner
წინა სტატიაშიბაღდათში, კომენდანტის საათის დროს მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიანიკა მელია: მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება შეკერილი საქმეების განახლებაზე