“ოცნების” არალეგიტიმურმა რეჟიმმა ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს.
ამერიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ “ივანიშვილი ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, რომელიც კომუნისტური ჩინეთის სამსახურში იდგება”.
“ქართული ოცნების” არალეგიტიმურმა რეჟიმმა ოპოზიციონერი ლიდერები – ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკანონოდ დააკავა. ამით “ოცნებამ” რეპრესიები გაამწვავა. ივანიშვილი ცდილობს, შექმნას ერთპარტიული სახელმწიფო, რომელიც კომუნისტური ჩინეთის სამსახურში იდგება. სენატმა უნდა მიიღოს “მეგობარი აქტი” – წერს ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს, 23 ივნისს დააკავეს – სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.