უილსონი: მადლობელი ვარ ბალტიის სამ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისთვის, რათა განგვეხილა, როგორ შეგვიძლია, კოლექტიურად ვაგებინოთ პასუხი ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ბალტიის სამი ქვეყნის – ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

როგორც უილსონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ბალტიის სახელმწიფოები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია.

„მადლობელი ვარ ბალტიის სამ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისთვის, რათა განგვეხილა, როგორ შეგვიძლია, კოლექტიურად ვაგებინოთ პასუხი ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის სახელმწიფოები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელია. მადლობელი ვარ მათი დამოუკიდებლობისთვის“, – წერს უილსონი.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქი ძირს უთხრის რუსეთის სასურსათო უსაფრთხოებას
შემდეგი სტატიასახდეპი: ტრანსნაციონალური ნარკოორგანიზაციები ნარკოტიკების ტრანზიტისთვის საქართველოს მარშრუტს იყენებენ