უილსონი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს, უარი თქვას თბილისში ვიზიტზე

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმას მოუწოდა, ამ ეტაპზე უარი თქვას თბილისში ვიზიტზე.

კონგრესმენმა უილსონმა, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, სოციალური ქსელით, X-ით გაავრცელა კაუმასთვის გაგზავნილი, 3 იანვრით დათარიღებული წერილი.

ჯო უილსონის შეფასებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს „ივანიშვილის რეჟიმი” გამოიყენებს ხელისუფლების „ავტორიტარული მიტაცების ლეგიტიმაციის “ საშუალებად.

რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, გადასახადების ამერიკელი გადამხდელების ფული არ უნდა იყოს გამოყენებული „არალეგიტიმური მთავრობის” აღიარებისთვის.

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე: მახსოვს ზვიადის პასუხი,რომ ქართველების წინააღმდეგ ამ დახმარების მიღებას არასდროს დათანხმდებოდა…
შემდეგი სტატიაგენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე სამსახურიდან წასვლის შესახებ განმარტებას აკეთებს