უილიამმა და ჰარიმ პრინცესა დაიანას ძეგლი გახსნეს

ხუთშაბათს, 1 ივლისს ლონდონში პრინცებმა უილიამმა და ჰარიმ დედის ძეგლი გახსნეს, რომელსაც დღეს, 1 ივლისს 60 წელი შეუსრულდებოდა.
ძეგლის გახსნა ოჯახში სერიოზული პრობლემების ფონზე მოხდა. უილიამი და ჰარი ერთად იყვნენ, თუმცა მათ შორის ახლო ურთიერთობას ბზარი აქვს გაჩენილი. სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ძმებს შორის ურთიერთობა მინიმუმამდეა დასული, მათ შორის უნდობლობა და უკმაყოფილებაა.

ძეგლის გახსნა ძალიან მოკრძალებულად ჩატარდა, მან ძალიან ჩუმად ჩაიარა და მასში მხოლოდ ოჯახის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.მას ესწრებოდნენ უილიამი, ჰარი, პრინცესა დაიანას ორი და, მისი ძმა და მონუმენტის შექმნის კომიტეტის წევრი.

ძეგლი ძმებმა ერთად გახსნეს. არავინ გამოსულა სიტყვით. ატმოსფერო იყო მეგობრული და პროფესიონალური, არაფერი მიუთითებდა კულისებში არსებულ დაძაბულობაზე – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში“აღიზიანებული ვარ”- ასმათ დვალიშვილი გოგი წულაიას გათავისუფლებაზე
შემდეგი სტატიანათელაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს საარჩევნო კოდექსს ვეტო დაადოს