უილიამ ლაჰიუ: ვმსჯელობთ საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ამ წუთებში კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე, საქართველოს ევროატლანტიკური გზა. კონფერენციის მთავარი თემა გახლავთ საქართველო ვარშავის სამიტის წინ. ქვეყნის გამოწვევებზე პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები მსჯელობენ.

„ვარშავის სამიტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ჩვენ დღეს ვმსჯელობთ საქართველოს საკითხზე ნატო-ში. განვიხილავთ სამომავლო სამუშაო გეგმას და ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ნატო-ს შორის. ჩვენ ამ საკიტხებს დეტალურად განვიხილავთ“, – განაცხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ.

banner
წინა სტატიაშილადო პაპავამ ჟურნალისტებს რექტორობის 3-წლიანი ანგარიში წარუდგინა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: კვირიკაშვილი საყოველთაო ჯანდაცვაში შექმნილ პრობლემებს აღიარებს