უილიამ ლაჰიუ: საერთაშორისო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი

საერთაშორისო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა.

“საერთაშორისო საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ეს რამე განსაკუთრებული არ ყოფილა არჩევნებისთვის ისეთი ძველი დემოკრატიის მქონე ქვეყნებისთვისაც კი, როგორიც აშშ-ია. ზოგიერთ ადგილას წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები და გამოწვევები, თუმცა მთავარია, რომ მთავრობა გამჭვირვალე ძალისხმევას მიმართავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, რომ ძალადობის შემთხვევების გამოძიება ჩატარდეს დეტალურად და გამჭვირვალედ. ეს არის დიდი მიღწევა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა ლაჰიუმ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: მათ უნდათ კონსტიტუციის შეცვლა, რათა ბიძინა ივანიშვილის ხუშტურები შესრულდეს
შემდეგი სტატიადოკუმენტაცია რომელიც წარადგინა ქართულმა მხარემ გიგა ოხოზორიას მკვლელის შესახებ, სრულყოფილი არ არის