უილიამ ლაჰიუ: ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებები მიმდინარეობს. ქართველი პოლიტიკოსების გარდა, თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან უცხოელი სტუმრებიც.

25 წლის იუბილე საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა მიულოცა.

“მინდა მივულოცო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. თქვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ. ვუსურვებ, ქართველ ხალხს გქონდეთ მრავალი წელი მშვიდობა, უსაფრთხოება და ბედნიერება,” – განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს