„ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება, – ასე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი, უილიამ კიტინგი აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენის განცხადებას.
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავლისთვის ისწრაფვის, მაგრამ მთავრობას, რომელიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, – წერს კიტინგი სოციალურ ქსელში.