რუსეთი შესაძლოა შავ ზღვაში გემებზე თავდასხმის ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა.
„ვხედავთ ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს, რომ რუსები განიხილავენ ცრუ დროშის ოპერაციებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეძებენ გზებს, რომ შავ ზღვაში გემებზე თავდასხმები განახორციელონ და შემდეგ დაადანაშაულონ, შეეცადონ უკრაინა დაადანაშაულონ“, – განაცხადა უილიამ ბერნსმა.