“ევროპისგან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის კულტივირებით ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ვიტყოდი, ტრაგიკულად. ქართული ოცნებას შეუძლია, ჩაერთოს კორუფციასა და რეპრესიებში პასუხისგების გარეშე ზუსტად ისე, როგორც მისი მთავარი პარტნიორი – მოსკოვი”,-თქვა აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე, რომელიც იმ რეგიონულ და გლობალურ შედეგებს შეეხება, რომლებიც უკრაინაში რუსეთის გამარჯვებამ შეიძლება, მოიტანოს.