“უიგან ატლეტიკის” ყოფილი ფეხბურთელის გვამი რაინში იპოვეს

"უიგან ატლეტიკის" ყოფილი ფეხბურთელის გვამი რაინში იპოვეს34 წლის ფეხბურთელის სტივ გოხურის გვამი მდინარე რაინზე გერმანულ ქალაქ კრეფელდთან ახლოს იპოვეს.
გოხური თამაშობდა ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენში” და ინგლისურ “უიგან ატლეტიკში”. ის 12 დეკემბერს წინასაშობაო ზეიმის შემდეგ გაქრა. ზეიმზე გერმანული კლუბის “შტაინბახის” ფეხბურთელები იყვნენ შეკრებილები. შემდეგ კი ის პარიზში საკუთარ ოჯახთან უნდა წასულიყო.

გერმანული პოლიციის განცხადებით ფეხბურთელის სიკვდილი რაიმე სახის ეჭვს არ იწვევს და ის უბედური შემთხვევით დაკვალიფიცირდა.
უკაანსკნელი 20 წლის მანძილზე გოხური შვეიცარიის, ისრაელის, ლიხტენშტეინის, საფრანგეთის, ინგლისის და გერმანიის გუნდებში თამაშობდა.

banner
წინა სტატიაშისენაკში, დიდთოვლობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა ომაბა და კლინტონი ისლამური სახელმწიფოს შექმნაში დაადანაშაულა