უგზოობის გამო ნატანებში გარდაცვლილს ვერ კრძალავენ

ოზურგეთის რაიონის სოფელ ზემო ნატანებში გზებზე არსებული მძიმე სიტუაციის გამო შესაძლოა გარდაცვლილი მამაკაცი ვერ დაკრძალონ.

სოფლის მოსახლეობის განცხადებით, ზემო ნატანებში გაზიფიცირების სამუშაოები არასწორად და ზერელედ მიმდინარეობს, რის გამოც შიდა გზები გადათხრილია, ხოლო მიწიდან ამოღებული ინერტული მასალა გზებზე ყრია.

ზემო ნატანებში მცხოვრები 50 წლის გოჩა კუჭაშვილი, ყაზახეთის დედაქალაქ ალმა ათიდან ჩამოასვენეს. მისი დაკრძალვა ხვალ იგეგმება.

მეზობლების მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლებისადმი არაერთი თხოვნისა, არც შესაბამისმა კომპანიამ, ვინც გაზიფიცირება ახორციელებს და არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისათვის, რომ დაკრძალვის დღეს მაინც სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოწესრიგებულიყო.

 

წყარო: newposts.ge

banner
წინა სტატიაში“ჩემი პირველი შემოთავაზებაა, მაქსიმალურად გახსნილად ვითანამშრომლოთ “- გიორგი კვირიკაშვილმა “თავისუფალ დემოკრატებს” მიმართა
შემდეგი სტატია“ბიჭები, რომლებიც ჩვენ სიმშვიდეს 24 საათის განმავლობაში იცავენ, იმსახურებენ პრემიის სახით მადლობა გადავუხადოთ”