“უგვანო გამოკითხვების ჩატარებას, ჯობია გარკვეული ქეისები დადოს საერთაშორისო გამჭვირვალობამ”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევასთან დაკავშირებით განცხადებას “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აკეთებს. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული სასამართლო სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში პირველ ოცეულში შედის, ამიტომ უგვანო გამოკითხვების ჩატარებას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, კონკრეტული ქეისების წარდგენისკენ მოუწოდებს.

„საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი სასამართლო სისტემა არის პირველ ოცეულში და ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანას უსწრებს წინ. გარკვეული ქეისები უნდა დადოს საერთაშორისო გამჭვირვალობამ ამასთან დაკავშირებით. ამ უგვანო გამოკითხვების ჩატარებას, ჯობია“,- აცხადებს ვოლსკი.

„საერთაშორისო გამჭირვალო საქართველომ“ პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობის შეფასების საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც შედეგებიდან ირკვევა, 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ კლანის გავლენის ქვეშ არის.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე-იმედი მაქვს, საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს ხანში დამტკიცდება
შემდეგი სტატია“კარლ ჰარცელის განცხადება არის მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს”