29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი – ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი

დღეს, 2 ივლისს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, პირველ შეხვედრას უკრაინასთან გამართავს.

შეხვედრა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები იმ ჯგუფში, რომელშიც ესპანეთი, უკრაინა და დანია ასპარეზობენ, მე-3 ადგილს იკავებს. რეგლამენტის თანახმად, ჯგუფიდან სამი გუნდი გადის და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ინაცვლებს, სადაც პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულებიც გადაჰყვებათ.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს კი ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 5 ივლისს, ესპანეთთან თამაშით დაასრულებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკისაქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: აშშ ნატო-ზე ბევრად მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუმცა ამისგან არანაირ სარგებელს არ იღებს
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერი “ტაგორი” მილიონი ევროთი დააჯარიმა