უგულავას საქმე, პოლიტიკური სასამართლო და ჩაგდებული პროპორციული არჩევნები – მორიგი მწვავე გზავნილი პრემიერს ევროპარლამენტარებისგან

“მთავარის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ევროპარლამენტარებისგან დღეს მორიგ მწვავე წერილს მიიღებს.
ტელეკომპანიის ცნობით, წერილში შეშფოთებაა გამოთქმული დემოკრატიული პრინციპებიდან და კანონის უზენაესობიდან საქართველოს უკუსვლის გამო.

წერილში დაჟინებითაა მოთხოვნილი მთავრობამ შეასრულოს დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემა.

ევროპარლამენტყარები წერილში პოლიტიკურ დევნაზეც ამახვილებენ ყურადღბას. წერილის ავტორების შეფასებით სასამართლოზე პოლიტიკური გავლენები იზრდება.

წერილში მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპოზიციის წევრებს ციხით დაემუქრა.

დოკუმენტში მოხვდა, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გაცოცხლებული საქმეები.

გიგი უგულავას საქმეზე ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ვირუსის ზემოქმედებას ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : მთის კანონის შეღავათებით დამატებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 25 000-ზე მეტი მოქალაქე ისარგებლებს