უგულავა – ვინც მზად არის მხოლოდ სასამართლო რეფორმას დასჯერდეს,„სასარგებლო იდიოტია“

ვინც მხოლოდ სასამართლო რეფორმაზე საუბრობს და მზად არის, ამას დასჯერდეს, უბრალოდ „სასარგებლო იდიოტია“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა „ფეისბუქზე“ წერს.

„სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია. გრძელვადიანში ყველაზე მნიშვნელოვანიც კი. უბრალოდ, დედამიწის ზურგზე, ვერცერთ ეპოქაში, ვერ მოძებნით, რომ მართვის ცხრა წლის თავზე რომელიმე მთავრობა მას ახორციელებდეს. ბლეფია დაძველებული და გასაგდებად მომწიფებული მთავრობისგან მართლმსაჯულების რეფორმაზე ლაპარაკი. ეგ რეფორმა შესაძლებელია გააკეთოს მხოლოდ ახალმა მთავრობამ, ისიც მმართველობის პირველ წელს. მერე ვეღარ იზამს. ასე რომ ის ოპოზიცია, ვისაც სჯერა ამის და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს და მზადაა ამას დასჯერდეს, უბრალოდ „სასარგებლო იდიოტია“ – მეტი არაფერი“,- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – საქართველო ევროინტეგრაციის კურსს ინარჩუნებს
შემდეგი სტატიაბავშთა ცენტრები მუშაობის განახლებას ითხოვენ-სამინისტროში შეხვედრა დაიწყო