უგულავა – ვინც გრძნობს, რომ ქვეყანა უფსკრულის პირასაა დღეს ფილარმონიასთან შეიკრიბება

დღეს, 26 თებერვალს თბილისში გასამართი აქციისთვის “ევროპული საქართველოს” წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეც იკრიბებიან. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას ცოტა ხანში შეუერთდებიან.

“ვინც თვლის, რომ ასე ცხოვრება უბრალოდ აღარ შეიძლება, ვინც გრძნობს და ხედავს, რომ ქვეყანა უფსკრულის პირასაა მისული და პრაქტიკულად თავისუფალ ვარდნაში ვართ, აბსოლიტური უკუსვლაა და საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე განულებულია, ვინც გრძნობს რომ რეგულაციები პოლიტიკური მიზანშეწონილობითაა ნაკარნახევი, ვინც თვლის რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრებია, დღეს ფილარმონიასთან შეიკრიბება”, – თქვა გიგი უგულავამ.

მისი განცხადებით, უნდა დაიწყოს უწყვეტი პროტესტი მანამ, სანამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილ – ივანიშვილს შეუძლია დრონები კოსმოსში აწიოს და იქედან დაგვთვალოს
შემდეგი სტატიახაზარაძე – ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, რომლის ერთადერთი გზა არის რიგგარეშე არჩევნები