უგულავა – უტიფარი და არაადეკვატურია პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იგივეს საუბრობდა ჩემზეც, მაგრამ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მოუწია თავისი გადაწყვეტილების შეცვლა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს: „ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს“.

უგულავას თქმით, არაადეკვატურია პრეზიდენტი, რომელიც სამართალდამცველებს სამართლიანობის და კანონიერების სადარაჯოზე დღეს მადლობას ეუბნება, მაშინ როდესაც ბოლო ერთი თვის განმავოლობაში მოსმენებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

„სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იგივეს საუბრობდა ჩემზეც, მაგრამ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მოუწია თავისი გადაწყვეტილების შეცვლა. უსინდისობაა, უტიფარია და არაადეკვატურია პრერზიდენტი, რომელიც სამართალდამცველებს სამართლიანობის და კანონიერების სადარაჯოზე მადლობას ეუბნება, მაშინ, როდესაც მთელი ერთი თვეა, მთელი ქვეყანა შოკშია, პირდაპირი მნიშვნელობით, საცერივით არის და მთელი უბედურება გამოვლინდა სუს-იდან, რომ მთელ საქართველოს უსმენენ, მასაც უსმენენ, პედაგოგებს უსმენენ, მღვდლებს უსმენენ, აღსარებას უსმენენ, ერთი სიტყვა არ უთქვას ამ ადამიანს, ეს არის ფარისეველი, ჩვეულებრივი მარიონეტი და ახლა აკვარკვალებს რაღაცა ცრემლებს. სირცხვილია, მართლა სამარცხვინოა. და მე არაფერი არ მითხოვია არც მისთვის, საერთაშორისო და ჩვენი საზოგადოების ზეწოლის შედეგია იყო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – ახლა არის დიდი ბრძოლა, შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით გავხდეთ საქართველოს ანექსიის მოწმენი 21-ე საუკუნეში
შემდეგი სტატიაუგულავა – მიშა ციხიდან გაცილებით გაძლიერებული გამოვა