უგულავა: უნდა ავირჩიოთ ისეთი მერი, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას სადაც საჭიროა უყვირებს

“უნდა ავირჩიოთ ისეთი მერი, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას სადაც საჭიროა უყვირებს, სადაც საჭიროა დაელაპარაკება.”-ამის შესახებ გიგი უგულავამ წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

წინასაარჩევნო შეხვედრა ფოთის მერობის კანდიდატმა ოპოზიციიდან გიგი უგულავამ ფოთში დევნილ მოსახლეობასთან გამართა. შეხვედრაზე იმ რთულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს რაც ფოთში და ზოგადად ქვეყანაშია შექმნილი.

განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რომელიც წლებია ფოთში არსებობს და მოუგვარებელია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჯამში 1 491 371 აცრაა ჩატარებული
შემდეგი სტატიაენმ-ს ლიდერი, ხატია დეკანოიძე პოლიციაში დაიბარეს