უგულავა: SOS: ფოთის არჩეულმა დეპუტატებმა გამოაცხადეს შიმშილობა, 6 საათზე იგეგმება მათზე საპოლიციო თავდასხმა

შიმშილობა დაიწყეს ფოთის საკრებულოს ახლადარჩეულმა დეპუტატებმაც. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიგი უგულავა ავრცელებს და წერს, რომ მათზე თავდასხმა იგეგმება:

“SOS:

დღეს ჩვენმა თანამებრძოლებმა ფოთის არჩეულმა დეპუტატებმა არჩილ ხულორდავამ, ანიტა ჯოჯუამ და ლაშა რუხაიამ გამოაცხადეს შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. ისინი ენმ-ს ფრაქციის ოთახში იმყოფებიან.

დღეს 6 საათზე იგეგმება მათზე საპოლიციო თავდასხმა” წერს გიგი უგულავა

banner
წინა სტატიაშიფოთის საკრებულოს ოთხი დეპუტატი შიმშილობას იწყებს
შემდეგი სტატიამდინარაძე: „მიშიზმი“ არ ვარგა, დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები