უგულავა – სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარისა და შეთანხმების ანულირების გამო EU უარს გვეუბნება ტრანშზე

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა პრემიერმინისტრის იმ განცადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის დახმარების 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე უარს ამბობს. მისი თქმით, სიმართლე ისაა, რომ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო EU უარს გვეუბნება ტრანშზე.

“სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარის თქმის და შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ევროკავშირი უარს გვეუბნება ამ ტრანშზე. პრეზიდენტმა მიშელმა საჯაროდ გააფრთხილა ღარიბაშვილი. ხოდა ეს მესიჯ-ბოქსი მოიგონეს – ვალებს ვისტუმრებთო. სინამდვილეში, მილიარდელი ოლიგარქის მთავრობამ დააგროვა კატასტროგულად მაღალი ვალი მშპ-თან მიმართებაში, რაც ჩვენი შვილების გადასახდელია

გამოსავალი არის-ეს სარეველა უნდა ამოიძირკვოს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე”, – წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მგონი, „ქართულ ოცნებაში“ შარლ მიშელს ებრძვიან
შემდეგი სტატიაNDI საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამას იწყებს