უგულავა – რიგგარეშე არჩევნების საკითხს „ოცნებას“ არავინ ეკითხება, რიგგარეშე არჩევნები მოსახლეობას სურს

მე გამიკვირდებოდა, რომ „ოცნებას“ არ გამოერიცხა რიგგარეშე არჩევნები, ეს არის მათი ტაქტიკის საკითხი, იმიტომ, რომ რიგგარეშე საკითხზე როგორც კი დაიწყებს „ოცნება“ საუბარს, მისი ადმინისტრაციული რესურსი დაიშლება მარტივ მამრავლებად. ამიტომ მიმართავენ ამ ტყუილს, ფანდს, 10 წელია უკვე ეს ხალხი მიმართავს ამას, – ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები მოსახლეობას სურს.

„ოცნებას“ არავინ ეკითხება რიგგარეშე არჩევნების საკითხს. რიგგარეშე არჩევნები თავისით მომწიფდება. მომწიფდება რეფერენდუმის შემდეგ, როდესაც 43%-ზე გაცილებით ნაკლებს აიღებს „ქართული ოცნება“. მისი ლეგიტიმაცია დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, გუშინაც, 2 ოქტომბრის შემდეგ საერთოდ ჰაერში იქნება. მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს რიგგარეშე არჩევნებს, რადგან ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხალხი გონიერია და იცის, რომ არჩევნები არის სიტუაციის და კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ამ არჩევნების ჩატარებით, კიდევ ერთხელ ბეჭედს დავუსვამთ სტაბილურობას, მშვიდობას
შემდეგი სტატიაგორში მანქანიდან მობილური ტელეფონი და სუნამო მოიპარეს